2020 წლის ინტერიერის დიზაინის მთავარი პრინციპები
ეკოლოგია
მთავარი ტენდენციის მატარებელი. ინტერიერში აქტიურად ნერგავენ ბუნებრივ ელემენტებს: ტრადიციული ხე და ქვა, ასევე ექსპერემენტალური მატერიალებისაგან შექმნილი ნივთები: ზღვის ლერწმისაგან შექმნილი ხალიჩა აბ ავეჯი მექსიკური სიმინდისაგან. დიზაინერები სიამოვნებით იყენებენ გადამუშავებულ პლასტიკს. და რა თქმა უნდა ყველაზე მნიშვნელოვანია ცოცხალი მცენარეები, მწვანე ფერი ითვლება 2020 წლის ფერად.
ტრენდული ხდება პატარა ფართობის ლაკონურად და მოსახერხებლად მოწყობა. რაც უფრო იზრდება ქალაქი მით უფრო ძვირდება უძრავი ქონება. დიზაინერები კი ამ დროს ქმნიან შესანიშნავ და პრაქტიკულ იდეებს, მაგალითად როგორ გავალამაზოთ 40კვ.მ ბინა, რომელიც თეთრ ყუთს ჰგავს? პასუხი მარტივია, ფერად ელემენტებით, შუშის გადატიხვრით, ნაწილობრივი კედლებით, რომლებიც არ ადიან ჭერამდე და მსხვილი ნივთების სწორი განლაგებით.
სტილი ინტერიერში
საკმაოდ პოპულარული ხდება სტილი japandi (რომელიც აერთიანებს japan + scandi), იაპონური და სკანდინავიური სტილების გაერთიანება.
მატერიალების ტენდენცია
2020 წლის ინტერიერის დიზაინში ძალიან პოპულარულია მუქი ხე, რომელიც ოთახის გაფორმებაში მატებს შოკოლადისა და ყავის ფერებს. ხის გამოყენება ხდება არა მხოლოდ ავეჯში, არამედ კედლების გაფორმებაში და დეკორატიულ კონსტრუქციებში.