რატომ უნდა ავირჩიოთ სარემონტო კომპანია?
კითხვა, რომელიც აწუხებს ყველას, სანამ რემონტს დაიწყებს – სარემონტო კომპანია თუ კერძო პირი?
რემონტის პროცესი ბევრი ნაწილისაგან შედგება, რაც გულისხმობს – სხვადასხვა კომპანიების კოორდინირებას, მაგალითად: გადატიხვრა, გალესვა, იატაკის დასხმა, ელექტროგაყვანილობა, სანტექნიკა, კაფელ-მეტლახი, სამღებრო სამუშაოები, ჭერი და ა.შ. ამ ყველაფრის კოორდინირება უშუალოდ ბინის მეპატრონეს ევალება, როდესაც ის ეკონომიის გაკეთებას ცდილობს, მაგრამ რის ფასად? ხშირ შემთხვევაში შედეგი ასეთია: ბევრი დაკარგული დრო, ნერვიულობა, მუდმივი ლოდინი და ხშირ შემთხვევაში სამუშაოს არ შესრულება და გარკვეული თანხის დაკარგვა.
ამ ყველაფრის თავიდან ასარიდებლად საჭიროა სარემონტო კომპანიასთან თანამშრობლობა.
კომპანია „IdealRemont”-ი გთავაზობთ სრულ მომსახურებას, თქვენგან მხოლოდ სურვილი და ჩვენთან დაკავშირებაა საჭირო.
როგორ მუშაობს სარემონტო კომპანია?
-
დაკავშირების შემდეგ თქვენთან მოდის სპეციალისტი, რომელიც გაგესაუბრებათ და შემოგთავაზებთ სარემონტო სამუშაოს შესრულების ვადასა და ფასს.
-
თქვენი თანხმობის შემთხვევაში, იდება ხელშეკრულება, რომელშიც გაწერილი იქნება თქვენი მოთხოვნები, შესრულების ვადები და თანხა.
-
იწყება სამუშაო პროცესი, პერიოდულად თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ ანგარიში იმის შესახებ, თუ როგორ მიმდინარეობს რემონტი, ფოტო და ვიდეო მასალების სახით.
-
რემონტის დასრულების შემდეგ ხდება ჩატარებული სამუშაოს ჩაბარება.