როგორ გავაკეთოთ რემონტი პატარა სააბაზანოში?
პატარა ფართობის სააბაზანო ოთახი უნდა იყოს თანამედროვე და მოსახერხებელი, გასათვალისწინებელია მოსაპირკეთებელი მასალების გაფორმება. რემონტის დაწყებამდე მოსაფიქრებელია თუ როგორ შეიძლება ფართის გაზრდა, იმ შემთხვევაში თუ სააბაზანო ოთახი და საპირფარეშო არის ცალ ცალკე, ამ შემთხვევაში სჯობს მათი გაერთიანება (თუ ბინაში ცხოვრობს 1-2 ადამიანი, თუ მაცხოვრებელთა რაოდენობა მეტია, მაშინ ასეთი გაერთიანება დისკომფორტს შექმნის).
თუ ფართის გაზრდა არის შეუძლებელი, ამ შემთხევაში საჭიროა ვიზუალურად გავზარდოთ ოთახი. კაფელ-მეტლახის არჩევისას აქცენტი უნდა გაკეთდეს ღია ტონებს, რადგანაც მათ შეუძლიათ ვიზუალურად გაზარდონ ოთახი. ასევე ყურადღება უნდა მიექცეს ჭერის სიმაღლეს, ხშირ შემთხვევაში შეკიდებული ჭერი ადაბლებს ოთახს (ეს ხდება მაშინ, როდესაც ხელოსანმა არ იცის სწორი პარამეტრები). ასევე როდესაც საჭიროა ვიზუალურად სიმაღლის გაზრდა, საჭიროა კედლებზე კაფელის ( ან სხვა მოსაპირკეთებელი მასალის) ვერტიკალურად დაგება.
რემონტის დაწყებამდე დასაგეგმია სანტექნიკის და ავეჯის განლაგება, ასეთ შემთხვევაში, როდესაც ფართობი არის ცოტა, უნდა აირჩიოთ მინიმალისტური სტილი, რაც უფრო ნაკლები საგანია, მით უფრო მეტია თავისუფალი სივრცე.
ფართის მოგება შესაძლებელია საშხაპე კაბინის დაყენებით, აბაზანის ნაცვლად. ასე თქვენ მოიგებთ ადგილს და შეძლებთ მის ადგილას სხვა საგნის დაყენებას, მაგალითად სარეცხი მანქანის.
დიზაინერების რჩევები:
- სწორი პროექტირება, რომელიც ითვალისწინებს სრული კომფორტის შექმნას თქვენ სააბაზანო ოთახში;
- კედლების სიმაღლის ვიზუალური გადიდებისთვის ოთახის ღერი უნდა იყოს ღია ფერის;
- ოთახის გაფართოებას ხელს უწყობს შუშის და სარკის ელემენტები;
- ასევე ფართობს ვიზუალურად ადიდებს კაშკაშა განათება;
- ორიგინალურობას და ხალის ოთახს შემატებას ფერადი მოსაპირკეთებელი მასალა;
თუ თქვენ გჭირდებათ რემონტი სააბაზანო ოთახში, ამისათვის საჭიროა დიზაინერული ნიჭი და მშენებელ-ხელოსნების ნიჭი. ამისათვის თქვენ არ დაგჭირდებათ ცალ-ცალკე ყველას მოძიება, კომპანია IdealRemnt გთავაზობთ სრულ სარემონტო მომსახურებას. დაგვიკავშირდით