ბინის რემონტი

593 618 618

KA EN RU

სამზარეულო პროვანსის სტილში

პროვანსის სტილს ყველაზე მეტად უხდება ცისფერი ფერი, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მთლიანად ოთახი უნდა იყოს ერთ ფერში.

როგორი ავეჯი შევარჩიოთ სამზარეულოსთვის

მდიდრული ცისფერი სამზარეულო პროვანსის სტილში – არის შესანიშნავი გემოვნების მაჩვენებელი. თუ გადაწყვეტთ ამ სტილში გააფორმოთ სამზარეულო, დიზაინერი აუცილებლად გირჩევთ პირველ რიგში შეარჩიოთ ავეჯი, რადგანაც ის გახდება ინტერიერის ცენტრალური ნაწილი და მთელ ყურადღებას მიიქცევს.

ამავდროულად, გარნიტურის ყოველ ნაწილს შეიძლება ჰქონდეს საკუთარი ელფერი, ვიღაცას შეიძლება ჰქონდეს ლურჯი, როგორიც არის ლურჯი მდინარის ფერი ან თუნდაც ცის ფერი.

თუ სამზარეულოში არის საკმარისი ბუნებრივი განათება, მაშინ საჭიროა გამოიყენოთ ცივი ფერების გამა, ხოლო თუ პირიკით არის, და ოთახში შემოდის ნაკლები განათება, მაშინ სასურველია გამოიყენოთ უფრო ნაზი ფერები.

კარგ გადაწყვეტილებას წარმოადგენს რამდენიმე ფერის გამოყენება, მაგალითად თუ ზედა კარადები იქნება თეთრი ფერის, ხო დანარჩენი ნაწილი ცისფერი ან სალათის ფერი.

არ უნდა დაგავიწყდეთ ამ სტილის თავისებურებები, მისასალმებელია ინტერიერში განთავსდეს ძველებური, ანტიკვარი, ან ხელოვნურად დაძველებული ნივთები, რომლებსაც ეტყობათ პატარა ბზარები ან გაცვეთილი საღებავი.

ქვემოთ გთავაზობთ ამ სტილის შესანიშნავ გადაწყვეტილებებს, ვიმედოვნებთ, რომ ამ ფოტოსურათების ნახვის შემდეგ თქვენ აუცილებლად გადაწყვეტთ გემოვნებიანი სამზარეულოს შექმნას, ამაში კი ჩვენი კომპანია დაგეხმარებათ.